კონფიდენციალურობის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემები
ბოლო განახლების თარიღი: 21.10.2025
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა („პოლიტიკა“) განმარტავს, როგორ ხდება თქვენი („მომხმარებელი“) პერსონალური მონაცემების შეგროვება, გამოყენება, დამუშავება და დაცვა ვებგვერდის („საიტი“) მიერ.
პლატფორმა იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი პერსონალური მონაცემები და იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. ვინ ვართ ჩვენ
პლატფორმა არის ონლაინ სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებსა და სამშენებლო კომპანიებს („დეველოპერები“) შორის ინფორმაციის გაცვლას.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირია: საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სტუჯექსი (საინდეტიფიკაციო კოდი: 416328575;
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებს შემდეგი კატეგორიის მონაცემებს:
• საბაზო იდენტიფიკაციის მონაცემები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი;
• საიტზე რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია: სასურველი უძრავი ქონების ტიპი, მდებარეობა, ბიუჯეტი, სხვა მახასიათებლები;
• ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, „ქუქი ფაილების“ საშუალებით მიღებული ინფორმაცია;
• კომუნიკაციის ისტორია: მიმოწერა და კონტაქტი პლატფორმასთან.
3. მონაცემთა დამუშავების მიზნები
თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
• ანგარიშის შექმნა და საიტის სერვისებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
• თქვენი მოთხოვნების გადაგზავნა შესაბამის დეველოპერებთან;
• დეველოპერებისგან შემოთავაზებების მიწოდება თქვენთვის;
• საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება დეველოპერისთვის მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე;
• საიტის ფუნქციონალის გაუმჯობესება და მომსახურების ხარისხის ამაღლება;
• სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად).
4. მონაცემთა გადაცემა მესამე პირებზე
4.1. თქვენი მონაცემები გადაეცემა დეველოპერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაადასტურებთ თანხმობას კონკრეტულ შეთავაზებაზე. ასეთ შემთხვევაში დეველოპერი ხდება მონაცემთა მიმღები პირი, რომელიც მიღებულ მონაცემებს ამუშავებს საკუთარი მიზნებისთვის, შესაბამისად როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, დამოუკიდებლად ენიჭება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა.
4.2. მონაცემები ასევე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.3. პლატფორმა არ გადასცემს თქვენს მონაცემებს არც ერთ სხვა მესამე პირს კომერციული მიზნებისთვის თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.
5. მონაცემთა შენახვის ვადა
• პერსონალური მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც აუცილებელია მოცემული პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, თუმცა არა უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
• ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება ან ანონიმიზდება 12 თვეში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათი შენახვა სავალდებულოა კანონით.
6. მომხმარებლის უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:
• იცოდეთ, რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ;
• მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წვდომა, შესწორება ან განახლება;
• მოითხოვოთ მონაცემების წაშლა იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
• შეზღუდოთ მონაცემთა დამუშავება გარკვეულ შემთხვევებში;
• გააპროტესტოთ მონაცემთა დამუშავება;
• ნებისმიერ დროს უკან გაიხმოთ თანხმობა (მაგ., საკონტაქტო ინფორმაციის დეველოპერისთვის გადაცემაზე);
• მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები უკანონოდ მუშავდება.
7. მონაცემთა უსაფრთხოება
პლატფორმა იყენებს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად უნებართვო წვდომის, გამოყენების, შეცვლის ან განადგურებისგან.
8. ქუქი ფაილები (Cookies)
საიტი იყენებს „ქუქი ფაილებს“ მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ქუქი ფაილების გამოყენების პოლიტიკა აღწერილია ცალკე დოკუმენტში — „ქუქი პოლიტიკა“, რომელთანაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე.
9. პოლიტიკაში ცვლილებები
პლატფორმას უფლება აქვს, ცვლილებები შეიტანოს მოცემულ პოლიტიკაში. ცვლილებები ძალაში შევა მათი საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.
10. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ გაქვთ კითხვები ამ პოლიტიკის შესახებ ან გსურთ თქვენი უფლებებით სარგებლობა, დაგვიკავშირდით:
• ელ.ფოსტა: hello@izzi.ge
• ტელეფონი: 511 22 44 51
• მისამართი: ჭავჭავაძის 33ე , თბილისი